Tuesday, October 14, 2008

ar gavcvli me chem samshoblos














პროექტის სახელი- “არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს“
პროექტის მოკლე აღწერა-მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და მოიპოვებენ ინფორმაციას ამა თუ იმ კუთხის შესახებ აღწერენ ამ კუთხის ღირსშესანიშნაობებს და აღნიშნული კუთხის გამოჩენილ ადამიანებს.
პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ, აღწერენ მის გეოგრაფიულ მდებარეობას და ამ კუთხის კულტურულ ძეგლებს, მოხდება ფოტო მასალის და ლიტერატურის გამოყენება, რაც უფრო მეტ ინტერეს შესძენს ამ პროექტს , ასევე ჩატარდება გამოკითხვა დათმობენ თუ არა ისინი თავიანთ სამშობლოს რაიმე მიზეზის გამო.
მონაწილეთა საკი\კლასები-9-10
ვადები\ხანგძლივობა-1თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-ფოტოძვიდეო და ლიტერატურული მასალის შეგროვება.
მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას- ფოტო და ლიტერატურული მასალა.
სარგებელი სხვებისთვის- ბავშვებს ჩაუნერგოთ თავიანთი სამშობლოს სიყვარული და იმის გათვიცნობიერება, რომ ჩვენი სამშობლოს სალი კლდები არ უნდა გავცვალოთ სხვა ქვეყნის სამოთხეზე.
სამუშაო ენა-ქართული
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი- ლიტერატურა(განუვითარებს კითხვის, წერის, სმენის კულტურას)
ისტორია (იგებენ რომელმა კუთხებ რა შემოტევებს გუძლო და მოიპოვებენ ამ ბრძოლების ამსახველ ლიტერატურას)
გეოგრაფია (იგებენ ამ კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას, თუ სად არის საქართველოს ესა თუ ის კუტხე განლაგებული და რა ესაზღვრება მას)
რელიგია(იგებენ საქართველოს რომელ კუთხეში , რომელ საუკუნეში შეაღწია მართადიდებულმა რელიგიამ და რომელი მონასტრებია განლაგებული)
პროექტის ფასილიტატორის სახელი-ხატია გელაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა- xatia555xatia@gmail.ge
პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი-WWW.chemisamshoblo.blogspot.com